|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია უკლებას ცემის ფაქტი არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობის ფაქტებს შორის მოხვდა

"არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობის ფაქტებზე 21 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული" - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ  ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, პასუხისგებაში მიცემულ პირებს შორის მოხვდნენ ქუთაისის საკრებულოს წევრებიც.

"არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობის ფაქტებზე 21 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. ბრალდებულთა შორის არიან როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე მმართველის პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები. კონკრეტული პირები არიან ბრალდებულები ადიგენში, თიანეთში, ქუთაისის საკრებულოში, ახალქალაქში და ონში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე",- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

 როგორ ქუთაისის საკრებულოში განმარტეს,  საქმე ეხება 19 სექტემბერს ქუთაისის საკრებულოში მომხდარ ძალადობრივ ფაქტს, რა დროსაც საკრებულოს წევრებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია უკლება ცემეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრებს იმედა საღინაძეს და ამირან კოპალეიშვილის სასამრთლომ  3000 ლარიანი გირაო შეუფარდა, მიმდინარეობს გამოძიება. 

შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს წევრს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის აუგად მოხსენიების გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საკრებულოს სხდომის დროს  ქართული ოცნების დეპუტატებმა დერეფანში ცემეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა