|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არეულობაა სომხეთში - შეიარაღებულმა პირებმა ერევანში პოლიციის შენობა დაიკავეს

არეულობაა სომხეთში - შეიარაღებულმა პირებმა ერევანში პოლიციის შენობა დაიკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, არის მსხვერპლიც. დაღუპულია ერთი ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა. პოლიციასთან ერთად ადგილზე მობილიზებული არიან სამხედროები.

სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, დაწყებულია მოლაპარაკებები, რათა შეიარაღებულები ხელისუფლებას მშვიდობიანად ჩაბარდნენ.

შენობაში შეჭრილი ადამიანები 20 ივნისს დაკავებული ოპოზიციის წარმომადგენლის, ჟირაის სეფელიანის, გათავისუფლებასა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

გამოძიების ინფორმაციით, სეფელიანი შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ერთად აპირებდა შენობების, ტელეკომუნიკაციების, მათ შორის ერევნის სატელევიზიო ანძის დაკავებას.

მათივე ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი გეგმავდა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციას პროვოკაციების გზით.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა