|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, გატაცებულია 100-ზე მეტი პირი. ამის შესახებ ისრაელის მთავრობის პრესსამსახურის „ფეისბუქზე” გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ისრაელის მთავრობის პრესსამსახური 2000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ იუწყება.

რაც შეეხება პალესტინას, ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 370 დაიღუპა, დაშავებულია 2200-მდე ადამიანი.

 „ჰამასი“ ისრაელს თავს გუში, 7 ოქტომბერს გამთენიისას დაესხა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა