|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ასე მრავალმხრივად ნიჭიერი დირექტორი ყავს მესხიშვილის თეატრს"

ქუთაისის საგამოფენო დარბაზში "ვარლა" მესხიშვილის თეატრის დირექტორისა და მსახიობის სულხან გოგოლაშვილის ფოტონამუშევრების გამოფენა გაიმართა. ეს მისი პირველი პერსონალური გამოფენაა, სადაც ბოლო წლების 80-მდე ნამუშევარი წარმოადგინა. როგორც ხელოვანი აცხადებდა, ამ გამოფენაში თავი მოუყარა სხვადასხვა ჟანრში შესრულებულ ნამუშევრებს.

გამოფენამ ქუთაისელი დამთვალიერებლის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

"ნიუპრესთან" საუბარში გამოფენა მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კოტე აბაშიძემ შეაფასა.  

"როდესაც არტისტი, თეატრის დირექტორი, ამავე დროს არის ფოტოხელოვანი და პირველ გამოფენას მართავს, ეს სანერვიულო და სარისკოა, რადგან მას გაცილებით მეტი მოეთხოვება. ტექნიკურად ფოტოგრაფიის სწავლა შესაძლებელია, მაგრამ წამში დაიჭირო ხასიათი, ეს არის მნიშვნელოვანი და ფაქტიურად, ფოტოხელოვნება ეს არის. მე ძალიან გახარებული ვარ, რომ თითოეულ ფოტოში ზუსტად არის დაჭერილი ხასიათი, კომპოზიციურად გამართულია. ორ გამოფენას ეყოფა იმდენი ნამუშევარია გამოფენილი და ძალიან მიხარია, რომ ასეთი ნიჭიერი კოლეგა და არტისტი გვყავს, ასე მრავალმხრივად  ნიჭიერი დირექტორი ყავს მესხიშვილის თეატრს"-განაცხადა კოტე აბაშიძემ. 

გამოფენა ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. მერიის კულტურის განყოფილების უფროსის თამთა თურმანიძის თქმით, სულხან გოგოლაშვილი ყოველწლიურად მონაწილეობდა მერიის მიერ ორგანიზებულ ფოტოკონკურსში "ილო", რომლის გამარჯვებულიც არის, თუმცა პერსონალური გამოფენა გაცილებით მნიშვნელოვანი განაცხადია.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა