|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა თერაპიისთვის ქუთაისის ბიუჯეტიდან 720 ათასი ლარი გამოიყოფა

ქუთაისის მერია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა თერაპიის პროგრამას მთლიანად დააფინანსებს, ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 720 ათასი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ქუთაისის მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და აუცილებელი გახდა დამატებითი თანხების მოძიება.

"როგორც წესი, წლის ბოლოს ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცება ხდება, შესაბამისად, სოციალურ პროგრამებზე მომუშავე ჯგუფი სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდა, თუმცა არ ყოფილა განხილული ისეთი საკითხი, რომელიც პრობლემას შეუქმნიდა პროგრამის განხორციელებას, ან კომპრომისი იქნებოდა სერვისების ხარჯზე. მუშა პროცესის პარალელურად, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ სპეკულაციებს, რათა პანიკის საფუძველი შექმნილიყო, თუმცა სამუშაო ჯგუფი შეჯერდა ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტზე, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებისაც. შედეგად მიღწეულია შეთანხმება, რომ პროგრამა 100%-ით დაფინანსდება", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

შეგახსებებთ, რამდენიმე დღის წინ, აუტისტურის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებმა დაფინანსების გაზრდის მოთხოვნით ქუთაისის მერიას მიმართეს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა