|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

ზუგდიდელი ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. პაციენტის ზუგდიდიდან ქუთაისში გადაიყვანეს, ოჯახმა კი თბილისში წაიყვანა.

გრიპის ვირუსით ქუთაისში კლინიკა "უნიქალ მედიში" ზუგდიდიდან პაციენტი გრიპის ვირუსის სიმპტომებით 20 იანვარს შეიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, გუშინ ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით თბილისში გადაიყვანეს, თუმცა გზაში სიკვდილი დაფიქსირდა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზე იყო და ოჯახი გააფრთხილეს, რომ მდგომარეობა შეიძლებოდა დამძიმებულიყო. მათი თქმით, ანალიზები თბილისშია გადაგზავნილი.

ავტორი: ნიუპრესი