|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათში ავტოავარიის დროს დაშავებული მეორე ახალგაზრდაც გარდაიცვალა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მეორე ახალგაზრდაც გარდაიცვალა.

19 წლის დათო ზივზივაძე, რომელიც მოტოციკლს მართავდა ადგილზე დაიღუპა, მისი თანმხლები, მარიამ მაჩიტაძე კი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, ბაღდათის ცენტრში „ბეემვეს" მარკის ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა