|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მრავალფუნქციური სპორტის სასახლე აშენდება

ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში მრავალფუნქციური სპორტის სასახლეები აშენდება. ასევე აშენდება ჭიდაობის სახლი და სპორტული მედიცინის ცენტრი თბილისში და 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედანი თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში. 

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის 152 მილიონი ლარის ოდენობის კანადური და სლოვაკური ინვესტიცია განხორციელდება.

მშენებლობა ერთი  წელი  გაგრძელდება და დასრულდება 2017 წლის ივნისში. 

მშენებლობებზე დასაქმდება 1000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ სპორტულ ობიექტებზე გაჩნდება სამუშაო ადგილები.

სპორტის სასახლეების მშენებლობა 2017 წელს საქართველოში   საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებების ჩატარებას უკავშირდება. გაიმართება მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატი რაგბიში, ასევე მსოფლიოს 19-წლამდელთა ჩემპიონატს ხელბურთში, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს ფეხბურთში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა