|
  • EUR 1 = GEL 3.0282
  • USD 1 = GEL 2.4791
|

„ბიბლიოთეკაში ჩვენ არავინ დაგვინიშნავს"-გიორგი ჭიღვარია

„ბიბლიოთეკაში ჩვენ არავინ დაგვინიშნავს"-ამგვარად უპასუხა ქუთაისის მერმა მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას, საჯარო ბიბლიოთეკაში ახალი კადრების დანიშვნასთან დაკავშირებით.

გიორგი ჭიღვარიას მტკიცებით, ბიბლიოთეკაში კადრებს ხელმძღვანელობა ნიშნავს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკაში რამდენიმე დღის წინ მერიის ყოფილი თანამშრომელი მირანდა ბოჭორიშვილი გადაიყვანეს და მისთვის ახალი შტატი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პოსტი შეიქმნა. ბიბლიოთეკის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ის სწორედ მერიიდან დაინიშნა. ისინი ასევე მოსალოდნელ რეორგანიზაციაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ადგილობრივი ხელისუფლების სახელით მათ რეორგანოზაციით ემუქრება. მათი თქმით, ბიბლიოთეკის დირექტორი ნარგიზ ჩოგოვაძე აცხადებს, რომ რეორგანიზაციას კადრების შემცირება მოყვება.

კადრების შემცირებაზე საუბრობს გიორგი ჭიღვარია.  მისი თქმით, რეორგანიზაციას, შესაძლოა, მოყვეს შემცირება, თუმცა ეს არ მიიღებს მასობრივ ხასიათს.

„რეორგანიზაცია მიმდინარეობს კულტურისა და სპორტის ააიპებში, რეორგანიზაცია არის მოტივირებული იმით, რომ ოპტიმიზაცია მოხდეს, რათა უფრო ეფექტური იყოს მათი მუშაობა ჩვენი ქალაქისთვის და მოსახლეობისთვის. ყველა რეორგანიზაციას შეიძლება მოყვეს თანაშრომლების შემცირება. ეს მოხდა მერიაშიც და ეს არ იქნება მაქსიმალური შემცირება. იქნება გაორებული შტატების შემცირება, ანუ ერთი და იგივე საქმე არ უნდა გააკეთოს ორმა ადამიანმა. შტატი უნდა იყოს სწორად განსაზღვრული“, - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

მერიაში რეორგანიზაციას დაახლოებით 50 თანამშრომლის და ერთი სამსახურის შემცირება მოყვა. ააპიებში რეორგანიზაცია დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდება.

"მერიიდან დანიშნული კადრები" და დაშინება რეორგანიზაციის სახელით

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი