|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბიძინა ივანიშვილი ფარული "რესპუბლიკელია"

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე  კოალიცია ქართული ოცნებაში "რესპუბლიკელებისა" და "მრეწველების" დაპირისპირებასც გამოეხმაურა. ბურჯანაძის განმარტებით, მისთვის მნიშვნელოვანია, არა ის, თუ ვინ რა ადგილს დაიჭერს კოალიციაში, არამედ ის, რომ  კოალიცია საერთოდ ჩამოშორდეს ხელისუფლებას.

ბურჯანაძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი თავადაა ფარული "რესპუბლიკელი".

 “ყველაფერი რასაც “რესპუბლიკელები” აკეთებენ, არის არა მათი ბრალი ან დამსახურება, არამედ ბიძინა ივანიშვილის ბრალი და დამსახურება, რომელიც ჩემის ღრმა რწმენით,  თავად არის ნამდვილი “რესპუბლიკელი” თავისი არსით, მენტალიტეტითა. ის გადაწყვეტილება, რომ “რესპუბლიკური პარტია” თავის დროზე აირჩია კოალიციის საძირკველად, მე მაძლევს საშუალებას განვაცხადო, რომ ბიძინა ივანიშვილი არის “რესპუბლიკური პარტიის” ფარული წევრი”, – განაცხადა  ბურჯანაძემ "TV პირველის" ეთერში. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა