|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბიძინას გზა-სოლომონის მემკვიდრეობა" - ჭორვილადან თბილისამდე გარბენი ეწყობა

ბიძინას გზა-სოლომონის მემკვიდრეობა - ამ სახელწოდებით მოეწყო გარბენი საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში. მოძრაობის 20/30-იანელების წევრები ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ სოფელში შეიკრიბებნენ, საიდანაც მოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისტმა გარბენი დაიწყო. ის სიმბოლურად გაირბენს გზას საჩხერიდან თბილისამდე. მისი თქმით, ეს არის ბიძინას გზა, რომელიც "ქართული ოცნების" თავმდომარემ ჭორვილადან თბილისამდე გაიარა.

"გადავწყვიტეთ, ამგვარად გამოვხატოთ პატივისცემა და სიყვარული ბიძინა ივანიშვილის წინაშე. ის არის ერის მამა და ძალიან გვიყვარს. გავირბენ მის გზას ჭორვილადან, სადაც პირველად მისი აკვანი დაირწა და ჩავალ თბილისში. ჩვენ ვცდილობთ, მისი ღვაწლი დავაფასოთ, როგორც ამ ქვეყნად, ასევე იმ ქვეყნიურად. იცით, რომ ვაგროვებთ, ხელმოწერებს, რომ 100 წლის შემდეგ დაიკრძალოს მთაწმინდაზე ვაჟა ფშაველას გვერდით"-განცხადა გიორგი ნადარაიამ.

ცნობისთვის, მოძრაობის 20/30-იანელების წევრები "გირჩის" აქტივისტები არიან და მსგავს პერფორმანსებს იუმორისტულ კონტექსტში მართავენ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა