ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევაა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 761 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 434 შემთხვევა, აჭარა - 67, იმერეთი - 59
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 447, საიდანაც: 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 992, აჭარაში - 312, იმერეთში - 313.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 346 პირი, მათ შორის, თბილისში - 172, აჭარაში - 38, იმერეთში -68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 პირი, მათგან თბილისში - 39, აჭარაში - 3, იმერეთში - 10.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 849 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი