|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბრაზილიური ცეკვები და ცეცხლოვანი შოუ ქუთაისში

23 ივნისს საერთაშორისო ოლიმპიური დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.

იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყო გარბენი.  გამარჯვებულებს იმერეთის გუბერნატორი და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი დააჯილდოვებენ. ასევე გაიმართება დამოუკიდებელი საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის 20 წლის და ოლიმპიურ თამაშებზე შექმნილი ნუმიზმატური დანიშნულების ფულადი ნიშნების გამოფენა. 12 საათზე სპორტის მუზეუმში სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართება.

ცენტრალურ მოედანზე -პროექტის "ვგულშემატკივრობ საქართველოს" ფარგლებში სპეციალურად დამზადებული ბანერის გახსნა მოეწყობა. სიმბოლურად დაინთება ოლიმპიური ცეცხლი. დღე ბრაზილიური სპორტული ცეკვების წარმოდგენითა და ცეცხლოვანი შოუთი დასრულდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა