|
  • EUR 1 = GEL 4.0646
  • USD 1 = GEL 3.426
|

ბუბა ჩივაძე რეფერარულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს

ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე, რომელიც მერიის შენობიდან იძულებით გაიყვანეს, რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაივანილი. ამ დროისათვის მას ექიმები სინჯავენ.

ჩივაძე შეუძლოდ იმ დროს გახდა, როდესაც მერიის შენობას იძულებით ატოვებინენდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ჩივაძე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გულისხმობს. შსს-ში ასევე აცხადებენ, რომ ჩივაძეს მერიაში შესვლისას პირადობის დამატდასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ წარმოუდგენია, რასაც მოყვა ინციდენტი შენობის დაცვის სამსახურთან.

შეგახსენებთ, ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე მერის კაბინეტში ჟურნალისტებისათვის  გადაადგილების შეზღუდვის გასაპროტესტებლად  თვითნებურად შევიდა.  მას შემდეგ კი, რაც მერის ოთახი დაატოვებინეს, ის დერეფანში დაჯდა და განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. 

ავტორი: ნიუპრესი