|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცაგერში, ავტომობილი ცხენისწყლის არხში გადავარდა

ცაგერში, სოფელ ჩხუტელში ავტომობილი ცხენისწყლის არხში გადავარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში სამი  ადამიანი, ორი ახალგაზრდა  და ერთი შუა ხნის მამაკაცი იმყოფებოდა.
სავარაუდოდ, მანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში ჩავარდა. წყლის დინებამ ავტომობილი ხელოვნულ გვირაბში ჩაითრია.
ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო ჯგუფები.
მიმდინარეობს სამძებრო სამუშოები და გამოძიება 276_ე მუხლით დაიწყო.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა