|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩემს ძმას მუნიციპალურ თანამდებობებზე ამბიცია არ აქვს"

"ჩემს ძმას არანაირი ამბიცია არ აქვს მუნიციპალურ თანამდებობებზე, არც ქონია და დარწმუნებული ვარ არც ექნება"-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა ოპოზიციის განცხადების საპასუხოდ. მისი თქმით, ოპონენტები მოსახლეობის დეზინფორმირებას ახდენენ.. 

"ვფიქრობდი, რომ არ იყო საჭირო პასუხის გაცემა, მაგრამ იმდაგვარი ხასიათი მიიღო,  ამაზე რეაგირება და პასუხის გაცემა აუცილებელია. ამ განცხადებას ვაკეთებ მოსახლეობისთვის, რადგან იმ ადამიანების მხრიდან მათი დეზინფორმირება ხდება. არაფერი ამდაგვარი არ ხდება. ჩემი მთავარი ამოცანაა,  ხელი შევუწყო საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალური ორგანოების გამართულ მუშაობას. წარმოვადგინო მათი ინტერესები ცენტრალურ ხელისუფლებაში და საკანონმდებლო ორგანოში. ასეთი არაფერი ხდება, მითუმეტეს,  ჩემს ძმას არანაირ ამბიცია არ აქვს მუნიციპალურ თანამდებობებზე, არც ქონია და დარწმუნებული ვარ არც ექნება", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა "ნიუპრესის" კითხვის პასუხად..

მან ასევე უპასუხა ჩვენს კითხვას, მისი სამაჟორიტარო ბიუროს ხელმძღვანელის განცხადებასთან დაკავშირებით. კითხვაზე, საკრებულოში ალეკო ახალაძის განცხადება რეორგანიზაციის საჭიროებასთან დაკავშირებით, ხომ არ იყო ერთგვარად თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებისკენ მოწოდება, პასუხობს, რომ ახალაძის განცხადება პირველი ტურის შედეგებს და თვითმმართველობის მუშაობის შეფერხებას შეეხებოდა.

"კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. აქ არის საუბარი იმაზე, რომ პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ქუთაისის მოსახლეობა არის უკმაყოფილო მუშაობით.  შეუძლებელია, უკმაყოფილო იყოს ვინმე ერთი ადამიანის მუშაობით, როდესაც, რაღაც ხდება, როდესაც საზოგადოება უკმაყოფილოა ეს არის ის, რომ  მთლიანად მთელი სახელისუფლებო კონგლომერატი რაღაცას ვერ აკეთებს. შესაბამისად,  ის არის საჯარო პირი,  ადგილობრივი ორგანოს  წევრი და გამოხატა თავისი პოზიცია.  თქვა, რომ საჭიროა ეფექტური აპარატი. მას არ უთქვამს მხოლოდ თანამშრომლების გაშვებაზე, მან თქვა, საჭიროა ეფექტური აპარატი და მათ შორის იყო ეს გარემოებაც. საუბარი არ ყოფილა პოლიტიკურ ნიშანზე,  საუბარი იყო ხელის შეშლაზე იმისათვის, რომ  მერიას და მუნიციპალურ ორგანოებს სათანადოდ  განეხორციელებინათ თავიანთი უფლებამოსილება"-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა. მან ასევე უპასუხა კითხვას, რით არის უკმაყოფილო ქუთაისის მოსახლეობა და განაცხადა,  რომ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოჩნდა ბევრი პრობლემა, მათ შორისაა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები და ასევე კომუნიკაციის ნაკლებობა.

 

 "ქუთაისის მერის პოსტზე მაჟორიტარების ჯგუფი ლაშა ნარჩემაშვილს ლობირებს"

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი