|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თამბაქოს პოპულარიზაციის აკრძალვის მოთხოვნას ეკონომიკის სამინისტრო ბლოკავს"

თამბაქოს საწინააღმდეგო საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პარლამეტის წინ აქცია „ნუ მაბოლებ!“ გაიმართა. აქციას ორგანიზებას "თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ უწევდა. აქცია, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში პარლამენტის შენობებთან გაიმართა, სადაც მონაწილეებმა თამბაქოს პოპულარიზაციისა და  რეკლამის აკრძალვა მოითხოვეს. 

„ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია, არასრულწლოვნებზე თამბაქოს არ მიყიდვის ადმინისტრირების განხორციელება, ასევე  აიკრძალოს თამბაქოს პოპულარიზაცია რეკლამის სახით. ჩვენ უკვე წარვუდგინეთ პარლამენტს ეს წინადადება, მხარდაჭერაც არის კონკრეტული პირებისგან, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრო ბლოკავს ამ კანონმდებლობას და მხარს უჭერს თამბაქოს ინდუსტრიას. ეკონომიკის სამინისტროს მიაჩნია, რომ კონკრეტული ინდუსტრიის წახალისებაა მისი ფუნქცია და მათ შორის მკვლელ ინდუსტრიასაც უწყობს ხელს, აფინანსებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 4 მილიონ ლარზე მეტით, მაშინ როცა ყველა ქვეყანა ამ ინდუსტრიას ზღუდავს“,-განაცხადა „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წევრმა გიორგი მაღრაძემ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა