|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცოტა დრო კიდევ გვჭირდება - გიორგი ჭიღვარია "ტორპედოს" ინვესტირების შესახებ

მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანი ინვესტივიაა, ამიტომ ცოტა დრო კიდევ გვჭირდება, - აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ქალაქის საფეხბურთო კლუბის ინვესტირებასთან დაკავშირებით.

მერის განცხადებით, იტალიელ ინვესტორებთან მოლაპარაკების პირველი ეტაპი შედგა, ამ დროისათვის კი მათ გადაწყვეტილებას ელოდებიან.

"ველოდებით იტალიელ ინვესტორს, რომელიც ერთხელ უკვე იყო ჩამოსული და მოლაპარაკების ის ფაზა დავასრულეთ. მოგეხსენებათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, ამიტომ ცოტა დრო კიდევ გვჭირდება და შეძლებისდაგვარად ვეცდებით ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ"- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

მისი თქმით, იტალიელები მზად არიან კლუბი შეისყიდონ, რაზეც მერია თანახმაა.

რაც შეეხება კლუბს, მდგომარეობა რთულია. ფონანსური პრობლემების გამო „ტორპედო“ ფეხბურთელებმა და თანამშრომლებმა უკვე დატოვეს. საფეხბურთო კლუბის ბაზაზე ვარჯიში არ დრომდე არ განახლებულა.

ავტორი: ირინა მაკარიძე