|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ცრუ ინფორმაციების გავრცელებას წინასარჩევნო პერიოდში მასშტაბური ხასიათი ჰქონდა"

პატრიარქის ეპისტოლეს იმ ნაწილს, რომელიც სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობას ეხება,  გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ეხმიანება.  მისი თქმით, პატრიარქის ეპისტოლეში უმნიშვნელოვანესი გზავნილები იყო, რომელიც ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ეხება. ვაშაძე ცილისმწამებლური ინფორმაციები გავრცელებასთან დაკავშირებით წინასაარჩევნო პერიოდს იხსენებს, როცა კონკრეტული ე.წ. ფეიკნიუები ფინანსდებოდნენ გარკვეული ჯგუფების მიერ.

„პირველ რიგში, ესაა ცრუ ინფორმაციების გავრცელება, რომელსაც ჰქონდა ძალიან მასშტაბური ხასიათი ამ წინასარჩევნო პერიოდში როგორც სოციალური ქსელების, ასევე ტელევიზიების მეშვობით. ვფიქრობ ეს უდიდესი პრობლემაა, განსაკუთრებით, როცა ეს ე.წ. ფეიკნიუსები ფინანსდება გარკვეული ჯგუფების მიერ და ფართოდ ვრცელდება, რაც შემდეგ არასწორ შთაბჭედილებებს ქმნის საზოგადოებაში. ამაზე არაერთი კვლევა არსებობს და მას სჭირდება სათანადო ყურადღება“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, პატრიარმა თავის საშობაო ეპისპტოლეში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად სიტყვის თავისუფლების საკითხებსაც შეეხო. მისი თქმით, "ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა"

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა