|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დამემუქრა მინების ჩამტვრევით"- ქუთაისში კაფეს მეპატრონე მუქარაზე საუბრობს

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე "სავანეს" დაზიანებით იმუქრებიან- ინფორმაციას  კაფეს ერთ-ერთი მეპატრონე ირაკლი ტურაბელიძე ავრცელებს.  მიზეზი კაფეზე გაკრული ბანერია. მისი თქმით, უცნობი პირი ბანერიდან ქუთაისის მერიის ყოფილი სამსახურის უფროსის გიორგი გიორგობიანის ფოტოს ამოჭრას მოითხოვს.

"ამ წუთებში კაფე-ბარ "სავანეში" მოვიდა პიროვნება  და მოგვთხოვა, გიორგი გიორგობიანის ფოტო ამოგვეჭრა ბანერიდან,  რაზეც უარი განვუცხადე და დამემუქრა "სავანეს" მინების ჩამტვრევით! ამტკიცებს, რომ გიორგობიანი ჩემი ბიძაშვილიაო, თუმცა მე უბრალო მოგზავნილი პროვოკატორი მგონია"-აცხადებს ირაკლი ტურაბელიძე. მისი თქმით, მამაკაცი მათთან მეორედ იყო მისული. ტურაბელიძის თქმით, ბანერის ჩამოხსნას არ აპირებენ. 

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს მერიის ეკონომიკის სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი გიორგობიანი. მისი თქმით, მას მომხდართან კავშირი არ აქვს და მივიდა თუ არა ვინმე მისი სახელით, ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს.

"თქვენგან გავიგე ეგ ინფორმაცია, არ ვიცი ვინ მივიდა და რატომ, ვერც ვუარყოფ ამას და ვერც დავადასტურებ, მაგრამ ჩემი არცერთი ბიძაშვილი საქართველოში არაა და შესაბამისად, ვერც მივიდოდა. რაც შეეხება ბანერს, თუ უნდათ კიდევ მიამატონ ჩემი ფოტო.

ზოგადად, ამ თემაზე ისედაც მინდოდა კომენტარი გამეკეთებინა და ახლა,  რადაგნ საჯარო მოხელე არ ვარ, ვიტყვი. ეს ადამიანები არაკეთილსინდისიერად იქცევიან, რადგან ცეტრალურ ბულვარში ტერიტორია ვერ გაიყიდებოდა და შესაბამისად, მათიც ვერ იქნება. ამასთან, ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი ტყუილი ვრცელდება, თუთქოს ჩვენ ქონებას ვართმევთ.  ბანერზე გამოსახულ არცერთ ადამიანს ამ თემაზე პიროვნული ინტერესი არ აქვს.  ცუდია, რადგან ჩვენ ოჯახები გვყავს და შვილები კითხულობენ, თითქოს ჩვენ ვინმეს რამეს ვართმევთ. წართმევა და ასეთი ქმედება, რომ არ მომწონდა, სწორედ ამან გადამაწყვეტინა პოლიტიკაში მოსვა და ვინმეს, რამეს როგორ წავართმევ. თავად გაიხსენონ, როგორ მოვიდნენ ჩემთან საერთო ახლობლებთან ერთად და როგორ იხსენებდნენ, წინა ხელისუფლების ქმედებას და რა ვუთხარი მათ. მესმოდა მათი ადამიანურად და რომ არ ყოფილიყო ცენტრალური ბულვარი, შეიძლებოდა რამე ფორმით მოგვარება"-განაცხადა გიორგი გიორგობიანმა. 

გიორგი გიორგობიანის განცხადებას კაფეს ერთ-ერთი მეპატრონე გამოეხმაურა. გიორგი ტურაბელიძის თქმით, ისინი არა ქონებაზე, არამედ ყალბი აზომვითი ნახაზის გასწორებაზე დაობენ. 

"ჩვენ არაერთგზის გვითქვამს და არც არავისთვის დაგვიმალავს, რომ მერიაში გვქონდა შეხვედრები და მათ შორის გიორგობიანთან. ისიც ბევრჯერ გვითქვამს თუ რას შეეწირა მამაჩვენის სიცოცხლე და რომელი ხელისუფლების დროს. ზოგადად, ვგმობ ყოველგვარ არასამართლებრივ ქმედებას ვისი ხელისუფლებაც არ უნდა იყო, რადგან მთავარ ხელისუფლად მიმაჩნია სამართლი. ჩემთვის 2012 წელს ჩადენილი კანონდარღვევა ისევე უსამართლოა, როგორც დღეს ქუთაისის მერიის და მათ დამხმარეთა მიერ ამ დანაშაულის ე.წ. "გაპრავება" და სათავისოდ გამოყენებაა. გავიხსენებ ჩემი პირველი აუდიენციის მოკლე მონაკვეთს, როცა შევხვდი ზემოთხსენებულ გიორგობიანს და განმიცხადა, რომ იწყებოდა ბაღის რეკონსტრუქცია და მათ არც კი იცოდნენ, რომ "ამ კაფეში" ვინმე კანონზომიერად იყო, ეგონათ რომ თვითნებურად მოხდა კაფის მითვისება. დასძინა,  რომ აპირებდნენ მის დემონტაჟს. აი ეს არის დღემდე მათი მიზანი. დღეს ამ ხალხისთვის მარტივია ისაუბრონ იმაზე თუ რამდენად ზარალდება მათი შვილები, მაგრამ ერთს გეტყვით ბატონო გიორგი, როგორც ყოფილ საჯარო მოხელეს, პატიოსანი პოლიტიკოსისთვის მის შვილსა და სხვის შვილს შორის განსხვავება არ უნდა არსებობდეს და მხოლოდ საკუთარ შვილებზე ზრუნვა არაა საკმარისი, პოლიტიკოსი რომ იყო. კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ ჩვენ არ ვდავობთ ქონებაზე!(ისედაც ვიცით რომ ჩვენია)დავა მიდის ყალბი აზომვითი ნახაზების გასწორებაზე! ამ დავაში ყველანაირად გვბლოკავენ და უსამართლობას სჩადიან. დღევანდელი ფაქტიც ნათელი დასტურია ამისა"-განაცხადა გიორგი ტურაბელიძემ. 

"სავანეზე" მერიის მაღალჩინოსნების გამოსახულებიანი ბანერი რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. ამ ფორმით კაფეს მეპატრონეები ქონების წართმების მცდელობაში მერს და მის თანამშრომლებს ადანაშაულებენ. 

შენობაზე გაკრული ნაბერის გამო მერიამ სასამართლოს მიმართა და ბანერის ჩამოხსნა მოითხოვა.

მერიასა და კაფეს მეპატრონეთა დავა ორი წელია გრძელდება. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა