|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დათო როინიშვილს ქუთაისის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს დათო როინიშვილს ქუთაისის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიანიჭეს. 

როგორც მსახიობმა "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, მისთვის მოულოდნელი და საპასუხისმგებლოა ეს აღიარება. 

"ჩემთვის როგორც მსახიობისათვის მთავარი აღიარება მაყურებლის ტაშია, მაგრამ  ქუთაისის საპატიო მოქალაქეობა, ეს ისეთი დაფასებაა, ასე უხერხულად არასოდეს მიგრძვნია თავი...  მადლობა ვუთხარი ქალაქის ხელმძღვანელებს, ახალგაზრდები არიან და მჯერა, რომ ხვალ და ზეგ უკეთესი ქალაქი გვექნება", - განაცხადა დათო როინიშვილმა.

 ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი არაერთი ჯილდოსა და ტიტულის მფლობელია, მას რამდენჯერმე აქვს მიღებული ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.  

დათო როინიშვილს მესხიშვილის თეატრში მრავალი როლი აქვს შესრულებული, რომელთაგან უმრავლესობა მთავარი როლია, გადაღებულია რამდენიმე მხატვრულ ფილმსა და ტელესერიალში. 

დღეს  ქუთაისის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭა მესხიშვილის თეატრის კიდევ ერთ მსახიობს ვაჟა ოყრეშიძეს და ოპერის  თეატრის სოლისტს რამაზ კუბლაშვილს.

 

 

დავით როინიშვილი ფოთის საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო მსახიობად დასახელდა

„ფილმზე მუშაობა ჩემთვის ორმაგად ემოციური იყო“-დათო როინიშვილი

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა