|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დატოვებს თუ არა უმრავლესობას ქუთაისის საკრებულოს "კონსერვატორი" თავმჯდომარე?

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად მომზადებული კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ უმრავლესობა "კონსერვატიული" პარტიის წევრებმაც დატოვეს. განცხადება ზვიად ძიძიგურმა დღეს გააკეთა, მასთან ერთად უმრავლესობა ორმა დეპუტატმა დატოვა.

"ნიუპრესი" დაინტერესდა,  როგორ განვითარდება პროცესები ქუთაისის საკრებულოში, რომლის თავმჯდომარე "კონსერვატიული" პარტიის წევრია. ნიკა ლატარია  საკრებულოში სწორედ "კონსერვატიული პარტიის" მანდატით შევიდა. კონსერვატორებს საკრებულოში ფრაქციაც აქვთ. ფრაქციაში ნიკა ლატარიასთან ერთად იმყოფებიან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე და ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი. ჩეჩელაშვილი ფრაქციას ნანა კოსტავას წასვლის შემდეგ შეურთდა. 

როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, ამ დროისთვის საკრებულოში ცვლილება დაგეგმილი არაა და ქუთაისელი "კონსერვატორები" უმრავლესობაში რჩებიან. 

"ამ ეტაპზე ყველაფერი უცვლელად რჩება და მუშაობას საკრებულოში ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.  თუ რამე შეიცვალა, საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი", -განმარტავენ საკრებულოში. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა