|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დავინახე, მანქანას ვეჯახებოდი, მივხვდი, რაც ხდებოდა"- მერაბ კვირიკაშვილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილმა ბრალდების და დაცვის მხარეების კითხვეებს უპასუხა. კვირიკაშვილმა ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალები გაიხსენა.

მისი თქმით, ბავშვები გზად სურამში დატოვეს და ბათუმში გაემგზავრნენ. ქუთაისის შემოვლით გზაზე დაინახა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც უნდა ჩაევლო მათთვის, ასევე დაინახა ღია ფერის ავტომობილი, აცილების მიზნით მოახდინა მანევრირება, რა დროსაც მოხდა შეჯახება. მორაგბის თქმის, მისი ავტომობილი გზის შუა ნაწილში 93 კმ/საათში სიჩქარით მოძრაობდა.

"დავინახე ავტომობილი და ინსტიქტურად დავიწყე მოძრაობა, რომ ამეცილებინა, არ შემიძლია ამის ახსნა და გადმოცემა, როგორ მოხდა. მანევრირების შემდეგ ვცადე დაბრუნება ჩემს ზოლში, მაგრამ მანქანამ მოცურება დაიწყო და ვეღარ დავიმორჩილე. დავინახე მანქანას ვეჯახებოდი, მივხვდი, რაც ხდებოდა. იქამდე არაფერი დამინახავს"-განაცხადა მერაბ კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა გამოძიების დროს მიცემული ჩვენების გამოქვეყნებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ურჩევნია ყველა კითხვაზე სასამართლო პროცესზე უპასუხოს. პროკურორის კითხვაზე, განაცხადა თუ არა შემთხვევის მომენტში პოლიციელებთან ღია ფერის ავტომობილზე, კვირიკაშვილმა უპასუხა: "იმ დროს მეუღლეზე და მეგობრებზე ზრუნავდი და არ მიფიქრია, იმ ავტომობილის მძღოლის მოძებნაზე".

პროცესს მერაბ კვირიკაშვილი ადვოკატთან და მეგობრებთან ერთად ესწრებოდა. პროცესს მოსამართლე მურთაზ კაპანაძე უძღვებოდა. მომდევნო პროცესი 14 მაისს გაიმართება.

 შეგახსენებთ, 2016 წელს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხცხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის განსასჯელის მეუღლე ემსხვერპლა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა