|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შენდობის დღესთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა აღესრულება

დღეს  შენდობის კვირაა,  ეკლესია მორწმუნეებს  საყოველთაო სინანულისკენ მოუწოდებს.
კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს.  ამ დროს შენდობას ითხოვს  თავად კათოლიკოს-პატრიარქი.

27 თებერვლიდან დიდმარხვის პირველი კვირა იწყება. მორწმუნეებისთვის დიდმარხვის პირველი შვიდეული მკაცრია. მოძღვრის კურთხევით ეკლესიური ადამიანები მთელ კვირას უზეთო საჭმელს იღებენ, ვისაც ეს არ შუძლია, ამ წესის დაცვას ოთხშაბათსა და პარასკევს ცდილობს.
წელს დიდმარხვა 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა