|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

დღეს ქუთაისში ოლიმპიური კომიტეტის იუბილე აღინიშნება

დღეს ქუთაისში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, იმერეთის ოლიმპიური კომიტეტი, საზეიმო ღონისძიებებს ხარაზოვის ბაღში მართავს. 

ორგანიზატორების ინფორმაციით, მოეწყობა შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენებთან, იმერეთის რეგიონის სპორსტმენების საქმიანობის ამსახველი ფოტომასალა გამოიფინება და ასევე, ოლიმპიური მოძრაობის მოხალისეები, წარმოადგენენ თეატრალურ პერფორმანსს „მოგზაურობა ოლიმპიურ სამყაროში“.

აქტივობებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 1989 წლის 6 ოქტომბერს დაარსდა. სწორედ ამ პერიოდიდან ქართული ოლიმპიური სპორტი დამოუკიდებელი განვითარების გზას დაადგა.

სეოკ - ი ამ დროის განმავლობაში, მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა სპორტულ ფედერაციებსა და სპორტსმენებს საერთაშორისო სარბიელზე მოსახვედრად.

ავტორი: ნიუპრესი