|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს ის სეგმენტია, რომელიც დღეს ყველაზე მეტად ჭირდება ქვეყანას"

ეს არის პირველი  ბრენდირებული  სასტუმრო ქუთაისში. რაც ყველაზე მთავარია,  არის სამვარსკვლავი სასტუმრო.  ეს ის სეგმენტია, რომელიც  დღეს ყველაზე მეტად ჭირდება ქვეყანას, -განაცხადა ცოტა ხნის წინ ქუთაისში სასტუმროს გახსნისას ეკონომიკის მინისტმა გიორგი გახარიამ.

სასტუმრო Best Western Kutaisi საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და მთავრობის  წევრებმა გახსნეს. მათი განცხადებით, ეს მნიშვნელოვანია  ქალაქის ეკონომიკისათვის, რაც ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.

 

სასტუმროს აქვს 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.  ის "კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელისა" „საპარტნიორო ფონდის" პარტნიორობით აშენდა.

პროექტის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია, რომელშიც „საპარტნიორო ფონდის" მონაწილეობა 1,4 მლნ აშშ დოლარია.

ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა პრემიერმა.  გიორგი კვირიკაშვილი დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი