|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს შედეგი მოაქვს ძალადობის წახალისებას"-გიგა შუშანია

ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაცის წარმომადგენელი გიგა შუშანია ეხმაურება. მისი თქმით, "ვანდალიზმის გამართლება და წახალისება წარმოუდგენელია: "სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის მშვიდობიან მოქალაქეებს და არა ძალადობას და ვანდალიზმს.  ახლა ყველა საზოგადოებრივმა და პოლიტიკურმა ძალამ ხალხს უნდა მოუწოდოს მშვიდობისკენ, რადგან მთავრობის უმოქმედობის პირობებში საზოგადოების ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ნგრევაზე და ქაოსზე პოლიტიკური კაპიტალის მოპოვება დაუშვებელია".

მისი თქმით,  უსაფუძვლოა ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიებისაკენ თითის გაშვერა. მისი თქმით,  ეს შედეგი ხელისუფლების მიერ ძალადობის წახალისებამ მოიტანა.

"გუშინდელი ვანდალიზმის ორგანიზატორი და ინიციატორი მერაბ ღოღობერიძეა,  რომელიც 2012 წლიდან ხელისუფლებისა და სუსის წახალისებით მუდმივად მონაწილეობდა ნაციონალური მოძრაობის ოფისების და აქტივისტების დარბევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების შეურაცმყოფელ და აგრესიულ ქმედებებში. მაშინ ისინი დაუსჯელები რჩებოდნენ. უფრო მეტიც, ხელისუფლება მის და მისი თანამოაზრეების ქმედებებს ამართლებდა და ამას "გამწარებული ხალხის პროტესტს" და "გამოხატვის თავისუფლებას" ეძახდნენ, ეს შედეგი მოაქვს ძალადობის წახალისებას და ასეთი ჯგუფების  საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოყენებას.  საშინელი საყურებელია, როდესაც ჩვენს თვალწინ ხდება სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა"-აცხადენს გიგა შუშანია.

შუშანიას თქმით, ფაქტია, რომ მომხდარს წინ სერიოზული პრობლემები უძღვოდა, სხვა შემთხვევაში ერთ დაძახილზე მოსახლეობის ასეთი მობილიზაცია არ მოხდებოდა. 

 

(ფოტო: მანანა ქველიაშვილი)

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა