|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს სტერეოტიპი უნდა დაიმსხვრეს"-კახა კალაძე [VIDEO]

კახი კალაძის განცხადებით, გიორგი ჭიღვარიას არა მხოლოდ არჩევნებში, მერობის პერიოდშიც  დაჭირდება ქუთაისელების მხარდაჭერა.

"მარტო ერთი ადამიანი ვერაფერს გააკეთებს, არ უნდა იყოს ისე, რომ ჩვენ ავირჩიეთ და ის გააკეთებს, არა მეგობრებო, ეს სტერეოტიპები უნდა დაიმსხვრეს, ჩვენ ავირჩიეთ და ჩვენვე გავაკეთებთ", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მხარდასაჭერად ქუთაისში მესხიშვილის თეატრში დღეს "ქართული ოცნების" წევრებს კახი კალაძე და ირაკლი კობახიძე შეხვდნენ.

 არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. ქუთაისში მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი ჭიღვარია (49%) და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე (27%) გადავიდნენ, თუმცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა