|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით გოგისვანიძე გახდა

"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, ორგანიზაციის მერობის ყოფილი კანდიდატი დავით გოგისვანიძე დასახელდა. გოგისვანიძე აღნიშნულ პოსტზე პრაიმერის წესით შეირჩა. მის არჩევამდე, პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობას გია თევდორაძე ასრულებდა, რომელმაც პოლიტიკაში ტაიმ-აუტი აიღო.

წარდგენას "ევროპული საქართველოს" ლიდერები დავით ბაქრაძე, ელენე ხოშტარია და გიგი წერეთელი ესწრებოდნენ.

პარტიის ლიდერებმა ქუთაისის ოფისში შეკრებილ მხარდამჭერებს არჩევნებზე აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადეს და საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. მათი თქმით,  ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ქუთაისის ორგანიზაციის გასაძლიერებლად. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა