|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფონდმა "სოხუმმა” საზოგადოებას კვლევის შედეგები გააცნო

 ფონდმა"სოხუმი” ჩატარებული კვლევების შედეგები საზოგადოების წევრებს, სახელისუფლებო სტრუქტურისა  და მასმედიის წარმომადგენლებსა გააცნეს. კვლევის მიზანი იმ საკითხების წამოწევაა, რომელიც სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ქალებს აწუხებთ.  ასევე მნიშვნელოვანია პრობლემების მოგვარებაში ქალთა ჩართულობა და მათი ხედვის გათვალისწინება. 

"კვლევის შედეგად გამოიკვეთა არაერთი პრობლემა ქალთა მიმართ, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხასიათის.  პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის უმუშევრობა. გამოიკვეთა  სოფელში მცხოვრები ქალბატონების პრობლემები, რომელთაც სჭირდებათ სახელმწიფოს მხარდაჭერა, იმისათვის რომ მოხდეს ფერმერული მეურნეობის ხელშეწყობა",-აღნიშნა  ფონდი "სოხუმის" წრმომადგენელმა ემა კამკიამ.

კვლევა შვედეთის ქალთა ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა