|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ფუნჯის მემკვიდრეები“–ორი თაობის მხატვრების გამოფენა ქუთაისში

ქუთაისში  „თიბისი გალერეაში“ გამართულ გამოფენაზე „ ფუნჯის მემკვიდრეები“ დამთვალიერებელს ორი თაობის მხატვრების ნამუშევრების ნახვის შესაძლებლობა მიეცა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროფესიონალი მხატვრების და ასევე გ. მაისურაძის სახ. სამხატვრო სკოლის აღსაზრდელების ნამუშევრები. ორი თაობის მხატვრების ნამუშევრების ერთად წარმოდგენა "კარგ იდეად" და "სასარგებლო საქმედ" შეაფასა ხელოვნებათმცოდნე ზურაბ თოდუამ.

"ძირითადად ეს მხატვრები არიან ხელოვნების ინსტიტუტის კურსდამთავრებულები, რომლებმაც საფუძვლიანი განათლება მიიღეს და ჩამოყალიბებული მხატვრები არიან, მათ გვერდით სულ ახალგაზრდა, დამწყები მხატვრების გამოფენა კარგი იდეა იყო, რადგან ეს ახალგაზრდებს განვითარების სტიმულს აძლევს. დღეს მხატვრისათვისაც ცოტა ძნელია, მოძებნო შენი ადგილი  სხვადასხვა და წინააღმდეგობრივი მიმდინარეობების რთულ ორომტრიალში, რომელიც მსოფლიო ხელოვნებაში არსებობს,   ამიტომ ასეთი, თუნდაც მოკლე ჩვენებები სასარგებლო საქმეს აკეთებს"- განაცხადა  ზურაბ თოდუამ ნიუპრესთან საუბარში 

 გამოფენა ა (ა) იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო გაერთიანების ორგანიზებით მოეწყო. ააიპის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, გამოფენა  პროექტის „ქუთაისი ჩემი ქალაქია“  ფარგლებში გაიმართა. გამოფენა ათ დღეს გაგრძელდება.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა