|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

განათლების საკითხი ეროვნულ პრობლემათა ტოპ ხუთეულის შემდეგ პირველ ადგილზეა

NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, განათლების საკითხი  ეროვნულ პრობლემათა ტოპ ხუთეულის შემდეგ პირველ ადგილზეა. 

გამოკითხულთა 16 პროცენტის აზრით, განათლების საკითხი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს.  ის თავისი აქტუალობით მოსდევს კორონავირუსის პანდემიის პრობლემას, რომელიც, თავის მხრივ, პრობლემათა ჩამონათვალში მეხუთე ადგილზეა.

ეროვნულ პრობლემატიკათა ტოპ ხუთეულში პირველ ადგილებს კი, 46%-ით სამუშაო ადგილების პრობლემა იჭერს, მეორე ადგილზე - 37 %-ით სიღარიბეა, მე-3 ადგილზე ინფლაცია, რასაც მოსდევს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი - 22 %-ით და მხოლოდ ამის შემდეგაა პანდემია  - 16 %-ით.

ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემების შემდეგ კი ჩამონათვალშიპირველ ადგილზეა განათლების საკითხი, რომელიც გამოკითხულთა 16 %-მა ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნია. მხოლოდ ამ ჩამონათვალის შემდეგ მოდის პენსიების,  ხელფასებისა და სხვა საკითხები. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა