|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გათანამედროვებული ვოდევილის ,,ჭკუისა მჭირს" პრემიერა ქუთაისში 15 ნოემბერს გაიმართება

 15 ნოემბერს მესხიშვილის თეატრში სპექტაკლის  ,,ჭკუისა მჭირს" პრემიერა გაიმართება. ავქსენტი ცაგარელის პიესის მიხედვით ვოდევილი ერთ მოქმედებად  ახალგაზრდა რეჟისორმა გიგი ლორიამ დადგა. ეს მისი სადიპლომო სპექტაკლია.  
(სამაგისტრო ჯგუფის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი - დავით ანდღულაძე,  პედაგოგი - გიორგი ტრაპაიძე) 

რეჟისორის თქმით, ცაგარელის პიესა ბანკების თემის აქტუალობის გამო შეარჩია.  "ბანკებისა და იპოთეკარების პრობლემა ჩვენს დროში კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ის თითქმის ყველას შეეხო, ამიტომ, მგონია, სცენაზე გათამაშებული ისტორია ბევრისათვის გასაგები, ახლობელი ამბავი იქნება", - განაცხადა გიგი ლორიამ.


სპექტაკლი ცოცხალი მუსიკის თანხლებით  წარიმართება. მუსიკის ავტორია ცნობილი კომპოზიტორი გიორგი ჩლაიძე, სპექტაკლში გამოყენებულია ასევე Michailo-ს მუსიკა.  
სიმღერების ტექსტის ავტორია ოთარ ანდღულაძე, ქორეოგრაფი - სალომე ფილიშვილი, მხატვარი - თეო კუხიანიძე, ტექნიკური რეჟისორი - ინგა მესხორაძე.

სპექტაკლში მონაწილეობენ : ტასო - ანა ჩოგოვაძე, ბოქაული - იოანე იმედაძე, ბოქაული - ნიკა კობახიძე, სტუდიის მეპატრონე - კოტე რობაქიძე, მუსიკოსები: კლავიში - ბეგი ნიკოლეიშვილი, ვიოლინო - თათა თევზაძე, დასარტყმელი საკრავი - თორნიკე კერესელიძე.

ავტორი: ირინა მაკარიძე