|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გერმანიიდან ქუთაისში 30 000 ევროს ინვენტარი ჩამოვა

გერმანიის ქალაქ ვადერნიდან ქუთაისში დაახლოებით 30 000 ევროს დახმარება ჩამოვა - მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში ვიზიტის დროს იქნა მიღებული.

დელეგაციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია ხელმძღვანელობდა. გერმანიაში 4-7 სექტემბრის ჩათვლით ასევე იმყოფებოდნენ საბინაო სამსახურის და ააიპ ,,სპეციალური სერვისების" უფროსი.

ქალაქ ვადერნაში მოხუცთა ახალი თავშესაფრის აშენება იგეგმება, ხოლო იქ არსებული ინვენტარი, რომელიც დაახლოებით 30 000 ევროს ღირებულებისაა, ქუთაისს საჩუქრად გადმოეცემა. ინვენტარს სპეც. ლოგინები, ავეჯი და სამზარეულოს მოწყობილობა წარმოადგენს.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ  ინვენტარი სოციალური მიმართულებით იქნება გამოყენებული.

ვიზიტი ქართულ-გერმანული ცენტრის ორგანიზებით შედგა, ხოლო აღნიშნული საჩუქრის ქუთაისისთვის გადმოცემის საკითხი მიულერების ოჯახის ინიციატივით გადაწყდა. მიულერების ოჯახი ქუთაისს საქველმოქმედო მიზნით 90-იანი წლებიდან ეხმარებიან. გერმანიაში ვიზიტის დროს დელეგაცია ქალაქ ვადერნის მერსაც შეხვდა და მომავალი ურთიერთთანამშრომლობა დაიგეგმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა