|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია უკლება: „ჩვენთან უმრავლესობის ბევრი წევრი შეფარულად თანამშრომლობს“

ქუთაისის საკრებულომ დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე აირჩია, აღნიშნული პოსტი ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გია ქობალიანმა დაიჭირა.

საკრებულოს სხდომაზე ქობალიანის კანდიდატურის წარდგენას აზრთა სხვადასხვაობა მოყვა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, გია უკლებას განცხადებით, აღნიშნული თანამდებობა ნატო ქათამაძეს ეკუთვნოდა, ვინაიდან ის იყო ამ ჯგუფის შექმნის ინიციატორი. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქათამაძის კანდიდატურას წარადგენდნენ, მას მხარს დაუჭერდა, მიუხედავად იმისა, რომ ნატო ქათამაძე, როგორც პოლიტიკოსი არ მოსწონს.

გია უკლებას განცხადებას გამოეხმაურა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ლატარია, რომელმაც აღნიშნა, რომ დადასტურდა მისი მოსაზრება, ნატო ქათამაძის "ნაციონალებთან" თანამშრომლობის შესახებ, როის გამოც გია უკლებას მადლობა გადაუხადა.

„ჩვენთან უმრავლესობის ბევრი  წევრი შეფარულად თანამშრომლობს“- პასუხად იხუმრა პასუხად გია უკლებამ.

დროებითი ჯგუფის პოსტზე გია ქობალიანის კანდიდატურას მხარი უმრავლესობამ სრულად დაუწირა, მას ხმა მხოლოდ გია უკლებამ არ მისცა. დანარჩენი ნაციონალები დღვანდელ სხდომას არ ეესწრებოდნენ. სხდომას არ ესწრებოდა არც ნატო ქათამაძე.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა