|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გივი სარჩიმელიძემ ერთ-ერთი უკანასკნელი პროექტი მესხიშვილის თეატრს მიუძღვნა"

 ქართველი რეჟისორი, თოჯინების თეატრის დამფუძნებელი გივი სარჩიმელიძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გასულ წელს რეჟისორის ინიციატივით ქუთაისის მესხიშვილის თეატრში დაიდგა სპექტაკლი ,,მოგონებანი".

სპექტაკლი, რომელიც თეატრის სარდაფში, სცენის ქვემოთ, ალტერნატიულ სივრცეში იხილა მაყურებელმა, რეჟისორ გივი სარჩიმელიძის და რეჟისორ გიორგი სიხარულიძის ერთობლივი ნამუშევარი გახლდათ. დადგმას საფუძვლად იუკიო მისიმას ,,კომატის საფლავის ქვა" დაედო.

"ჩვენთვის პატივია, რომ ბატონი გივის ერთ-ერთი უკანასკნელი შემოქმედებითი პროექტი, სწორედ მესხიშვილის თეატრს და მესხიშვილელებს მიეძღვნა. ამ სპექტაკლით, 86 წლის რეჟისორმა, საოცარი სიფაქიზით სცადა, არსებულის და აღარარსებულის დაკავშირება, უკვდავებისკენ მიმავალი გზების გავლა.. სამყაროს შემოქმედთან საკუთარი დიალოგი.. გარდაცვლილების სულების პატივისცემა... მოკლედ, მესხიშვილის თეატრმა, რაღაც საეტაპო როლი შეასრულა დიდი მაესტროს ცხოვრებაში... 
ასე ირჩია თვითონ! 
ამბობენ, რომ გივი სარჩიმელიძე, ქართული თეატრის ნამუსი იყო.. სამარადჟამო ხსოვნა მის სახელს..."-ამგვარად ემშვიდობება მესხიშვილის თეატრი რეჟისორს.


მეასე პაემანი სარდაფში -უჩვეულო წარმოდგენა მესხიშვილის თეატრში

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა