|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაია ასათიანის ქუჩაზე ხეების მდგომარეობას აპროტესტებს

გოგი წულაია ასათიანის ქუჩაზე ამჯერად ხეების მდგომარეობას აპროტესტებს. ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გასულ წელს 140 ძირი ხის ფესვები დაზიანდა.

სექტემბრის შემდეგ "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საკითხთან დაკავშირებით არაერთ სახელმწიფო უწყებას მიმართა, მათ შორის გარემოს დაცვის სამინისტროს.

როგორც წულაიამ დღეს განაცხადა,  მას რამდენიმე დღის წინ   პასუხი სამინისტროს  გარემოს ზედამხედველობის დასავლეთ საქართველოს დეპარტამენტიდან მოუვიდა.

"მერიას არაერთხელ მივმართე, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე, შემდეგ  გარემოს ზედამხედველობის სამსახურს მივმართე, საინადაც პასუხად მივიღე, რომ თემას შეისწავლიან“, -განაცხადა წულაიამ.

გოგი წულაია შიშობს, რომ საფრთხე არსებობს,   ფესვებდაჭრილმა ხეებმა სეზონურ ქარს ვერ გაუძლოს და წაიქცეს. მისი თქმით, მსგავსი პრეცედენტები მრავლად არსებობს,  მერიის და შესაბამისი სამსახურების მოვალეობა კი ამ საფრთხის პრევენციაა, რასაც არ აკეთებენ.

გოგი წულაიას მერიაში პასუხობენ. 

"ასათიანის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობისას სანიაღვრის რეაბილიტაციის გამო აუცილებელი გახდა იქვე მდებარე ხეებისთვის ფესვების ჩაჭრა, თუმცა შეხება არ მომხდარა ძირითად ფესვებზე, რასაც შეიძლება ხის ხმობა გამოეწვია.  გოგი წულაიას ბრალდებები უსაფუძვლოა. მან ეს თემა არაერთხელ გააპროტესტა და ყოველთვის უსაფუძვლოდ. მას შეუძლია კერძო ექსპერტი დაიქირაოს ან სასამართლოს მიმართოს აღნიშნული ბრალდებებით"-განაცხადა მერიის ინფრასტრუქტურის  განვითარების სამსახურის გამწვანების განყოფილების უფროსმა ნატო ბურჯალიანმა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა