|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ჩვენ სპონსორად კი არ მოვედით, არამედ, "ტორპედოს" გამოსყიდვა გვსურს"

ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი ინვესტორი უახლოეს დღეებში გადაიფორმებს. როგორც კლუბის ახალმა პრეზიდენტმა  ზაალ ჩაჩავამ  "ლელოსთან" საუბარში განაცხადა, მერიასა და ინვესტორს შორის შეთანხმება მალე მოხდება.

„ჩვენ სპონსორად კი არ მოვედით, არამედ, კლუბის გამოსყიდვა გვსურს. ამიტომ, ყველა საკითხი დეტალურად განიხილება. გარდა ამისა, დასაზუსტებელია, "ტორპედოს" სტადიონთან და ბაზასთან ერთად ვყიდულობთ, თუ მხოლოდ ბაზას გადმოგვცემენ.  მერიაში ყველანაირად ხელს გვიწყობენ. უბრალოდ, ცდილობენ, სწორი პაკეტი გადმოგვეცეს და იურიდიული ხარვეზი არ დარჩეს - ასეთი ამბები ხომ ყოველდღიურად არ ხდება. მაგრამ სტადიონს ყველა ნორმალურ ქვეყანაში ქალაქის ბიუჯეტიდან ინახავენ და ქუთაისის მერია, შესაძლოა, სწორედ ამ ხარჯში შემოგვეშველოს - სტადიონს მოუაროს, რაც ქალაქის ვალდებულებაა, გუნდს და ბაზას კი ჩვენ მივხედავთ“, - აცხადებს ჩაჩავა.

ჩაჩავას განცხადებით, კლუბში  სოლიდური ფინანსების დაბანდებას გეგმავენ, მათი სურვილია თბილისის "დინამოს" კონკურენცია. 

„გვინდა "ტორპედოში" სოლიდური ინვესტიცია დავაბანდო და თბილისის "დინამოს" სერიოზული კონკურენტი გავხდეთ“-განაცხადა ჩაჩავამ. 

პრეზიდენტი გეგმავს კლუბის ბაზაზე საფეხბურთო სკოლის დაფუძნებას, რომელშიც  ქუთაისელი და მიმდებარე რეგიონების ნიჭიერი ბავშვების ითამაშებენ. 

კლუბის გასხვისებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ უარყოფს ქუთაისის მერი. შოთა მურღულიას განცხადებით, ამ ეტაპზე შპს "ტორპედოს" აქტივებს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო აფასებს, რის შემდეგ დაიწყება გასხვისების პროცედურები.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა