|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები გზის სავალ ნაწილზე გაწვნენ

ხმაურია რიონის ხეობაში. ადგილობრივები, რომლებიც გიგანტური ჰესის მშენებლობას, აპროტესტებენ, სამართალდამველებს გზის გახსნის საშუალებას არ აძლევენ. რამდენიმე მათგანი გზის სავალ ნაწილზე გაწვა.  აქციის მონაწილეებს და პოლიციელებს შორის მცირედი დაპირისპირებაც მოხდა.

შეგახსენებთ, პროტესტი რიონის ხეობაში არ წყდება. ადგილობრივები ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მათ დღეს პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზა გადაკეტეს. კომპანიამ  "ენკა" დღეს ხეობაში  კლდის აფეთქების სამუშაოები დაიწყო.

ავტორი: ნიუპრესი