"იმერეთიდან აქციას "ნაციონალური მოძრაობის" ათასზე მეტი აქტივისტი უერთდება"
"რუსთავი 2" მხარდამჭერ აქციას იმერეთიდან "ნაციონალური მოძრაობის" ათასზე მეტი აქტივისტი შეუერთდება - ამის შესახებ "ნიუპრესს" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ განუცხადა.
"მთელი იმერეთის მასშტაბით ათასზე მეტი აქტივისტი უერთდება აქციას, დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას და არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას, რომ დახუროს "რუსთავი -2" და დაასრულოს ის პროცესები, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიდის, მიგვაჩნია, რომ დღეს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი", - განაცხადა შუშანიამ.
მისი თქმით, რუსთავი 2-ის მხარდამჭერები, რომლებიც იმერეთიდან გაემგზავრნენ, აქციის მონაწილეებს ვარდების მოედნიდან შეუერთდებიან.
შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე დღეს გაიმართება. აქციას "რუსთავი 2" თანამშრომლებთან და გულშემატკივრებთან ერთად სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდებიან.
(ფოტო არქივიდან)
ავტორი: ირინა მაკარიძე