|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთს პოლონეთის სავოევოდოების ოფიციალური დელეგაციები ესტუმრნენ

იმერეთს კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოების ოფიციალური დელეგაციები ესტუმრნენ.

სტუმრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი დახვდნენ.

ვიზიტის პირველ დღეს სტუმრები ქუთაისის ეროვნულ მუზეუმს დაათვალიერებენ, შემდეგ კი ბაღდათის მუნიციპალიტეტში გაემგზავრებიან, სადაც ღვინის დეგუსტაცია და ქართული სამზარეულოს მასტერ-კლასი ჩატარდება.


27 იანვარს დელეგაციები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს და ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდებიან, მოგვიანებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას დაათვალიერებენ და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში რექტორატს შეხვდებიან.


იმავე დღეს სტუმრები წყალტუბოს საინვესტიციო პოტენციალს გაეცნობიან, ასევე დაათვალიერებენ პრომეთეს მღვიმეს, თერმულ აბაზანებს და სანატორიუმებს.


კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოების ოფიციალური დელეგაციები ვიზიტის ფარგლებში ასევე გახსნიან ქართულ-პოლონურ მეგობრობის სკვერს, ეწვევიან იმერეთის დმო-ს, ქუთაისის #1 საჯარო სკოლას, MGMთეხ სამკერვალო კომპანიას, დღის მეორე ნახევარში კი ქუთაისის ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.

სტუმრებს იმერეთს 29 იანვარს დატოვებენ.

ავტორი: ნიუპრესი