|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში ინფიცირების ახალი შემთხვევები 20-მდე შემცირდა

იმერეთში ინფიცირების ახალი შემთხვევები 20-მდე შემცირდა. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 212, საიდანაც 1 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 709, აჭარაში - 160, იმერეთში - 241.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 249 პირი, მათ შორის, თბილისში - 106, აჭარაში - 23, იმერეთში - 64. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი, მათგან თბილისში - 61, აჭარაში- 2, იმერეთში - 10.

150 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 33 - აჭარაში, 9 - იმერეთში.

636 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 12 ადამიანი გარდაიცვალა. 

ავტორი: ნიუპრესი