|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველა ახალი შემთხვევის წყარო დადგენილია. 

"ბოლო 24 საათის განმავლობაში გვაქვს 14 ახალი შემთხვევა. ყველა ახალი შემთხვევის წყარო  დადგენილია, ეს უკავშირდება სავაჭრო ცენტრს, მაღაზიას, ასევე საირმეში გამოვლენილ შემთხვევებს", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისი თქმით, ქუთაისის ლაბორატორიაში გუშინ 1324 ტესტი გაკეთდა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა