|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მონადირეებმა პარლამენტთან აქცია გამართეს

იმერეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მონადირეები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. მათი პროტესტის მიზეზი კანონში შესატანად გამზადებული ცვლილებები გახდა. მონადირეების თქმით, აღნიშნული ცვლილებით, მათ ნადირობის უფლება აეკრძალებათ.

"მივმართავთ მთავრობას, არ მიიღოს აღნიშნული კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ გავჩერდებით. ეს კანონი არის ბერკეტი და თითქმის სრულად გვართმევს ნადირობის უფლებას. ახალგაზრდა ადამიანი მუშაობასაც ვერ დაიწყებს, რადგან,  თუ არ დავიცავთ ამ წესებს, ნასამართლობა გვეწერება, რაც სრული უსამართლობაა.  კანონპროექტის  თანახმად,  მონადირეებს  გვეკრძალება  საფანტიანი   თოფით  ნადირობა  და  ვალდებულება  გვექნება  სპეციალური  გამოცდები  ჩავაბაროთ, თუ  ამ  გამოცდებს  ვერ ჩავაბარებთ  ნადირობის  უფლებასაც   ვერ   მივიღებთ,"-განაცხადა აქციის მონაწილემ ზურაბ იმედაძემ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ისედაც კანონის ფარგლებში ნადირობდნენ და დამატებითი შეზღუდვა საჭირო აღარ არის. აცხადებენ, რომ თავიანთი უფლებების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

აქცია თვადაპირველად მერიის შენობასთან გაიმართა, მოგვიანებით მონადირეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა