იმერეთში ორი ქალაქის გარდა, სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყო
იმერეთის მუნიციპალიტეტებში, გარდა ქუთაისისა და ზესტაფონისა, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. დიდ ქალაქებში კი სწავლა კვლავ დისტანციურად დაიწყო.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 27 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად, დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში, სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყო, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სასწავლო პროცესი ასევე დისტანციურ ფორმატში განახლდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლები უზრუნველყოფილია ჰიგიენური სანიტარიის კუთხით და ყველა საჭირო სადეზინფექციო საშუალებებით.
ავტორი: ნიუპრესი