|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში ყალბი დიპლომის დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ყალბი დიპლომის დამზადების ფაქტზე იმერეთში  ერთი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად, იმერეთის რეგიონში არსებული სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელმა დაამზადადა 1 800 ლარად გაასაღა ოფის მენეჯერის სპეციალობის პროფესიული განათლების დამადასტურებელი ყალბი დიპლომი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კიდევ ერთი მსგავსი ფაქტი გამოვლინეს აჭარის რეგიონში, სადაც ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით დაამზადადა 3 300 ლარად გაასაღა აჭარის რეგიონში არსებული ერთ-ერთი კომერციული დაწესებულების სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ემუხლის მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა