|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მიწისძვრით დაზარალებული ოჯახები 3 თვეა დახმარებას ელოდებიან

ქუთაისში, 2012 წლის დეკემბერში მიწისძვრით დაზარალებულ 59 ოჯახს დახმარება ამდრომდე არ მიუღია.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სამი თვის მანძილზე, სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლები მხოლოდ ვიზუალურად დაათვალიერეს. რის გამოც, 
მერიას მიწისძვრით მიყენებული ზიანი ამდრომდე დათვლილი არ აქვს.
„ჩვენთან განცხადება შემოვიდა იმის შესახებ, რომ 59 ოჯახის საცხოვრებელი სახლი მიწისძვრამ დააზიანა. თუმცა, სახლებში დაფიქსირებული დაზიანებები რამდენად არის გამოწვეული მიწისძვრით, ეს სპეციალურმა კომისიამ უნდა დაადგინოს“, – ამბობს მერიის საბინაო ინფრასტრუქტურისა და მართვის სამსახურის სპეციალისტი ვარლამ გობეჯიშვილი.
როგორც საბინაო სამსახურში განმარტავენ, სპეციალური კომისიის შექმნა ქალაქის მერის კომპეტენციაა. „ამ ეტაპზე, კომისიის შექმნაზე მხოლოდ საუბარი მიმდინარეობს“, – ამბობს მერიის საბინაო ინფრასტრუქტურისა და მართვის სამსახურის უფროსი კახაბერ ხვარეშია.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მასშტაბით 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა