|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში მიცვალებულების დასაფლავება შეუძლებელი ხდება"

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის წარმომადგენლობა ქუთაისში, მიცვალებულის დაკრძალვისათვის დაწესებული  გაზრდილი მოსაკრებლის შემცირების ინიაციტივით გამოდის.

წარმომადგენლობის ხელმძღვანელის გოგი წულაიას თქმით, ქალაქის საკრებულომ დაახლოებით ორი წლის წინ დაადგინა მოსაკრებელი, რომელიც ჭირისუფალისათვის საფლავების გაჭრას შეუძლებელს ხდის.

როგორც წულაია ამბობს, ახალ საფლავებზე ნებართვას  შპს „ქართული ტრადიციები“ გასცემს, რომლის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ქუთაისის მერიაა.

„მოქალაქემ საფლავისთვის შეძენილ ტერიტორიაზე ახალი საფლავი რომ გაჭრას, ამისათვის 150 ლარი უნდა გადაიხადოს. საიდანაც მესაფლავეს 10-15 ლარი ერგება და დანარჩენი მერიის ბიუჯეტში შედის. გარდა ამისა, მოქალაქეს  ტერიტორიის მოწყობა საკუთარი სურვილით არ შეუძლია. ამისათვის 50-ლარიანი ნებართვა მან  შპს „ქართული ტრადიციებისაგან“ უნდა აიღოს. ჩვენ ვითხოვთ, რომ მოსაკრებელი ხელმისაწვდომი გახდეს მოქალაქეებისათვის და ამ შპს-ემაც შეძლოს ფუნქციონირება,“- ამბობს წულაია.

წულაია საკრებულოს ყოფილ „ნაციონალ“ დეპუტატებს აღნიშნული დადგენილების გადახედვისაკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მიცვალებულთა დაკრძალვისათვის  დაწესებული გაზრდილი ტარიფების შემცირების მიზნით ხელმოწერების  შეგროვებას დაიწყებს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა