|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ახალ მერს ქუჩაში გავლის შეეშინდა

ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი აცხადებს, რომ ქალაქში ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი და ამისთვის გამოყოფილი თანხის გაფლანგვა არ უნდა მოხდეს.

კოპალიანის თქმით, მისთვის მტკივნეული საკითხია, როდესაც ყოველ წელს ფული გამოიყოფა და ის პროექტები არ სრულდება ქალაქში, რაც უნდა შესრულდეს.

"მაგალითად, წყლის პრობლემა. მდგომარეობა ამ კუთხით წლებია არ შეცვლილა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. იგივე ნაგვის პრობლემა. ნიკეას ქუჩაზე ვიყავი და იქ გავლა შემეშინდა. ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პრობლემები დღის წესრიგში აღარ დადგეს," – აცხადებს ქუთაისის ახალი მერი newpress.ge-სთნ საუბარში. (ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ გაზეთ "ახალი გაზეთის" ორშაბათის (10 ივნისი) ნომერში).

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი კოპალიანი ქუთაისის საკრებულომ მერის პოსტზე 4 ივნისს დაამტკიცა. ის ოფიციალურად მუშაობას ორშაბათიდან (10 ივნისიდან) შეუდგება. მანამდე, კოპალიანის განცხადებით, მერიის სტრუქტურის გაცნობით არის დაკავებული.   




ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა