|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დიმიტრი კოპალიანი – იმერეთის გუბერნატორობა კარგი იქნებოდა

იმერეთის მხარის გუბერნატორად შესაძლოა, ქუთაისის ყოფილი მერი, დიმიტრი კოპალიანი დაინიშნოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კოპალიანი არც უარაყოფს და არც ადასტურებს.

"ამაზე არ მინდა ახლა კომენატრი გავაკეთო. თუმცა, გუბერნატორობა კარგი იქნებოდა", – ამბობს დიმიტრი კოპალიანი newpress.ge–სთან საუბარში. 
კოპალიანი ამ დროისთვის, იმერეთში გიორგი მარგევლაშვილის მხარდამჭერთა დარბაზს ხელმძღვანელობს. 
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი კოპალიანი, ქუთაისის მერად მიმდინარე წლის 5 ივნისს დაინიშნა. თუმცა, თანამდებობაზე დანიშვნიდან 99  დღეში მერის პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
რაც შეეხება, იმერეთის ამჟამინდელ  გუბერნატორს, ვახტანგ ბალავაძეს, newpress.ge–სთან საუბარში აცხადებს, რომ ის თანამდებობას, ახალი პრეზიდენტის ინაოგურაციამდე დატოვებს.  
 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა